"სოფლის კრების" ჩატარების მეორე ცდა წერეთელში
წერეთელში "სოფლის კრება" დღეს, 10 თებერვალს, 12:00საათზე უნდა დაწყებულიყო.

კრების ჩატარებისათვის საჭირო მისახლეობის რაოდენობა ამ დროისათვის არ შეკრებილა, რის გამოც ჯერ-ჯერობითუცნობია თუ როდის დაიწყება შეხვედრა.
2019 წელს "სოფლის კრება" წერეთელში მეორედ ტარდება. პირველი შეხვედრა მოსახლეობის სიმცირის გამო ჩაიშალა, მასში მონაწილეობა 200 მოსახლეს უნდა მიეღო.
დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელი პროექტის განხორციელებას დაუჭიროს მხარი.
რეგიონალური განვითარების ფონდიდან "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში წერეთლისთვი 20 000 ლარია გამოყოფილი.
"სოფლის კრებები" მარნეულის მასშტაბით ყველა სოფელში ტარდება





ამავე თემაზე:

წერეთელში „სოფლის კრება“ ვერ შედგა - მოსახლეობამ წყლის პრობლემაზე მაინც ისაუბრა
12:49 / 22.01.2019



წერეთელში სოფლის კრებაზე დასასწრებად მიცვალებულებს ხელი წინასწარ მოაწერინეს


მარნეულში სოფლის კრებების ჩატარება დაიწყო
Print