სიახლე
მარნეულში 40 წლამდე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა
მარნეულში 40 წლამდე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა.

შემთხვევა 8 თებერვალს, მაღალაშვილის ხიდის ქვემოთ მოხდა. დაშავებული ამ დრომდე მკურნალობს მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკაში.

როგორც რადიო მარნეულს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწო, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაზარალებული ამბობს, რომ ლიანდაგზე გადასვლის დროს მატარებელი არ შეუმჩნევია. თვითმხილველების თქმით კი მატარებელი მოდიოდა "მამაკაცმა ალბათ იფიქრა, რომ მატარებელს გადაასწრებდა."

ჩვენ „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკიდან ველოდებით პასუხს დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ამავე ადგილზე, მატარებლის დაჯახების 2 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის ერთი მსხვერპლით დასრულდა.


ამავე თემაზე:

ოთხი გარდაცვლილი ერთ წელიწადში - სარკინიგზო ავარიები მარნეულში
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მოძრაობა
00:20 / 22.04.2019
მოძრაობა "ძალა ერთობაშია" -ს ლიდერებმა ღამის 12:00 საათზე , უკრაინის და საქართველოს დროშებით მარნეულის 9 აპრილის პარკში ზელენსკის გამარჯვების აღსანიშნავად მოკლე ვიდეო და ფოტოები გადაიღეს.
„პოლიციას ქვები რომ დაუშინეთ რა უნდა
გვითხრათ?“-ასე მიმართა პანკისში, შეტაკებების ადგილზე ჩასულმა გიორგი
გახარიამ ადგილობრივ მოსახლეობას.
23:18 / 21.04.2019
„პოლიციას ქვები რომ დაუშინეთ რა უნდა გვითხრათ?“-ასე მიმართა პანკისში, შეტაკებების ადგილზე ჩასულმა გიორგი გახარიამ ადგილობრივ მოსახლეობას.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა
საბანაძემ პანკისის ხეობაში შეკრებილებს დიალოგისკენ
მოუწოდა.
12:39 / 21.04.2019
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძემ პანკისის ხეობაში შეკრებილებს დიალოგისკენ მოუწოდა.
პანკისის ხეობაში მიმდინარე აქციის მონაწილეების
წინააღმდეგ, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები
გამოიყენეს.
12:13 / 21.04.2019
პანკისის ხეობაში მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ამ
წუთებში პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის
დაპირისპირებაა. მოსახლეობა ჰესის მშენებლობას
აპროტესტებს.
12:00 / 21.04.2019
ამ წუთებში პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.
“Candy crush” და “Cooper cat” ეს იმ თამაშების
სახელებია, რომლითაც მარნეულის და გარდაბნის პარლამენტარები, რუსლან
ჰაჯიევი და სავალან მირზოევი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს
დაკომპლექტების საკითხის განხილვისას ერთობიან.
23:11 / 19.04.2019
“Candy crush” და “Cooper cat” ეს იმ თამაშების სახელებია, რომლითაც მარნეულის და გარდაბნის პარლამენტარები, რუსლან ჰაჯიევი და სავალან მირზოევი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკითხის განხილვისას ერთობიან.

მარნეულის მერად გახდომის სურვილი
20:51 / 19.04.2019
მარნეულის მერად გახდომის სურვილი