ქვემო ქართლის ტელევიზია მერიის ტენდერში მიღებულ დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებს



მარნეულის მერიის მიერ სატელევიზიო მოსახურეობის შესყიდვაში გამარჯვებულ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭეს.

თავდაპირველად გამარჯვეუბულად ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია დასახელდა, თუმცა მედია საშუალების დირექტორისთვის მარნეულის მუნიციალიტეტის გადაწყვეტილება გაურკვეველია.  

„ ჩემთვის დისკვალიფიკაციის მიზეზი გაუგებარია. სრულიად აფსურდულ რაღაცეებს მიწერენ, რაც წარმოუდგენელია. ეწინააღმდეგებიან მარეგულირებელი კომისიის დადგენილებას და მთხოვენ ისეთ დოკუმენტაციას, რაც ფიზიკურად შეუძლებელია საქართველოში დადგინდეს თუ რამდენ პროცენტს ვფარავ მარნეულის ტერიტორიის. ამაზე ატვირთული მაქ შესაბამისი დადგენილება მარეგულირებლის მიერ მონიჭებული. ყველაფერი ატვირთული მაქ რაც საჭიროა, თუმცა დამიწერეს, რომ თქვენ ვერ ამტკიცებთ , რომ ფარავთ მარნეულის მუნიციპალიტეტის 80%-ს” - ამბობს გიორგი მგალობლიშვილი

მგალობლიშვილისთვის ბუდოვანი რჩება ისიც თუ რატომ ითხოვს მერია კატეგორიულად სტუდიის მარნეულში არსებობას, როდესაც ეს სატენდერო მოთხოვნაში გაწერილი არ ჰქონდათ.

„იქ ტენდერში წერია, რომ უნდა მქონდეს ტექნიკურ მატერიალური ბაზა, რაც ჩემთვის და მარეგულირებელი კომისიითვის გადამცემს ნიშნავს და ეს გადამცემი მარნეულში გვაქვს. არსად წერია, რომ სტუდია აუცილებლად მარნეულში უნდა მქონდეს.“ - ამბობს გიორგი მგალობლიშვილი.

ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის დირექტორი დისკვალიფიკაციის გამო საჩივრის შეტანას გეგმავს.

მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე კი სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას ქვემო ქართლის ტელევიზიასთან მიმართებაში კანონიერს უწოდებს.

„მათ გაიმარჯვეს, თუმცა შემდეგ დაზუსტებას საჭიროებდა გარკვეული საკითხები, რომელიც ვერ დააზუსტეს და მივეცით დისკვალიფიკაცია და შემდეგ პრეტენდენტზე გადავედით. თუ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მათთვის დუსაბუთებელია და თუ კი გაასაჩივრებენ, დანარჩენს იტყვის დავების საბჭოც იმსჯელებს.“ - ამბობს ლაშა ლობჯანიძე


შემდეგი პრეტენდენტი, რომლის შერჩევა/შეფასება მიმდინარეობს მარნეულის ტელევიზიაა. რომელიც ბოლო რამდენიმე წელია მსგავს ტენდერში უკონკურენტოდ იმარჯვებდა, თუმცა წელს მერიის საქმიანობის ქსაშუქებლად კონკურნეტი ქვემო ქართლის ტელევიზია გამოუჩნდა.

ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ მერიას სატელევიზიო მომსახურეობა “მარნეული ტვ”-სგან განსხვავებით, 16 000 ლარით ნაკლებ ფასად შესთავაზა.

ჯერ-ჯერობით გაურკვეველია თუ ვინ გააშუქებს მერიის საქმიანობას 2019 წელს. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება ერთი წლის განმავობაში გაავრცელოს ინფორმაცია ორ ენაზე (ქართულ- აზერბაიჯანული), რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას ადგილობრივი ხელისუფლების, როგორც წარმომადგენლობით, ისე აღმასრულებელი ორგანოს.

ამავე თემაზე:

მარნეულის ტელევიზიას მერიის საქმიანობის გაშუქებაში კონკურენტი გამოუჩნდა
Print