ან მოსვლა რა იყო ან წასვლა - თემურ აბაზოვის 8 თვიანი მერობა
დღეს,12 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატებმა მისი გადადგომის შესახებ წერილით მარნეულის საკრებულოს მიმართეს პროცედურულად საკრებულომ წერილი ცნობად უნდა მიიღოს და მას უფლება მოსილება შეუწყვიტოს.

თემურ აბაზოვს 14 ივნისს პროკურატურამ ბრალი მარნეულში მცხოვრები ელჩინ ალაჰვერდიევის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი ქმედების გამო წაუყენა.

საქმე ეხებოდა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ელჩინ ალაჰვერდიევს საკუთარი შარდით სახის დაბანას  და ოჯახის წევრის გინებას აიძულებენ.
ეს ვიდეო იმის სანაცვლოდ ჩაწერეს, როდესაც დაზარალებული ალაჰვერდიევი ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად თბილისში საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და აბაზოვს ცოლს და ბიძინა ივანიშვილს შეაგინა.



აბაზოვს შვიდი თვის განმავლობაში წიასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ დეკემბერში გაათავისუფლა. ადვოკატების თქმით, პროკურატურა მის დანაშაულს ვერ ამტკიცებს და მხოლოდ ელჩინ ალაჰვერდიევის ჩვენებას ეყრდნობა.



თემურ აბაზოვის სახელი მარნეულელებისთვის ცნობილი მხოლოდ მად შემდეგ გახდა, როდესაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მარნეულის დღევანდელი საკრებულოს თავმჯდომარის ამირან გიორგაძის კანდიდატურა მერობიდან მოიხსნა. საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ კი გიორგაძემ რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტებისგან შეიტყო. მის კანდიდატურის მოხსნას მოჰყვა საპროტესტო აქციები თბილისში „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან.

მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი თავად მონაწილეობდა და აპროტესტებდა ამირან გიოგაძის კანდიდატურის მოხსნას, თემურ აბაზოვის კანდიდატურა ცენტრალურ ოფისში დაამტკიცეს.

რა იცოდა მოსახლეობამ აბაზოვის შესახებ?
თემურ აბაზოვი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. მარნეულის მერად ის აზერბაიჯანიდან საქართველოს საელჩოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ატაშეს თანამდებობიდან წამოვიდა.
აბაზოვის კანდიდატურის წარდგენა:

მის მიერ წარდგენილ რეზიუმეში წერია, რომ 2012 წელს ის მარნეულში ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. ის ნამდვილად იყო დაფიქსირებული მარნეულში , როდესაც პარტია „ქართული ოცნების“ დღევანდელი მდივანი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ მინისტრის სატატუსით მარნეულში ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად ჩამოვიდა.



აბაზოვმა ერთთვიან წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად ცეესკოს მონაცემებით , ხმების 71% მიიღო.
მისი პირველი სამუშაო დღე და გასვლითი შეხვედრა სოფელ კაჩაგანში სექსისტური განცხადებით დაიწყო. შეხვედრა მხოლოდ კაცებთან შედგა და მიიჩნია, რომ ქალები „ამ დროს ქმრებს კვებას უმზადებდნენ“ . აბაზოვის ნათქვამს მაშინდელი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილიც გამოეხმაურა და სექსისტური უწოდა.



გახორციელებული კონკრეტული ცვლილებები:

თემურ აბაზოვის სახელს მარნეულში უკავშირდება გარე ვაჭრობასთან ბრძოლა. ამ თემასთან დაკავშირებით არა ერთი დისკუსია იყო. მან ალტერნატიული გზების საძიებლად გარემოვაჭრეებს დრო მისცა, თუმცა სხვა გზების მოძიების შესაძლებლობა უკვე მას აღარ მიეცა.
მისი დაკავების შემდეგ გარევაჭრობის თემა აღარ განხილულა მერიაში.

იმისთვის, რომ მოსახლეობასთან უფრო ახლოს ყოფილიყო, აბაზოვი საკუთარი მანქანით მარნეულში ცენტრალურ მოედნამდე ჩამოდიოდა და შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობდა.



მას ასევე ჰქონდა სურვილი, რომ მარნეულის მერიის თანამშრომლებს სპეციალური უნიფორმა ცმოდათ, რათა მოსახლება მათში საჯარო მოხელეს ადვილად ამოიცნობდა და დაეკონტაქტებოდა.

თემურ აბაზოვს მარნეულის მერის თანამდებობა რვა თვის განმავლობაში ეკავა,
კანონის შესაბამისად, მარნეულში მის გადადგომის შემდეგ ოფიციალურად დაინიშნება მერის არჩევნები. არჩევნები შესაძლოა გაზაფხულზე ჩატარდეს. მერის კანდიდატების შესახებ ვინაობა სავარაუდოდ მისი  ოფიციალური გადადგომის შემდეგ გახდება ცნობილი.



რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია