უდირექტორო სკოლები მარნეულში
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას, ქუთლიარს, ცოფს, ახკულას, ახკერპს და ალგეთის N2 საჯარო სკოლებს დირექტორი არ ჰყავს.
წლებია უკვე ამ სკოლებში დისციპლინურ საკითხებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები ანხორციელებენ. მაგალითად, ცოფის საჯარო სკოლას 4 წელია დირექტორი არ ჰყავს. მოვალეობის შემსრულებელი კი ნაბი აღაჯანოვია, რომელიც 13 წელია ამ სკოლაში მასწავლებლად მუშაობს.

მისი თქმით, 3 წლის წინ განათლების სამინისტროს დირექტორთა შერჩევის ტურში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ არ აირჩიეს. მიზეზები კი გაურკვეველია.

„3 წლის წინ სამინისტროში გასაუბრებაზე ვიყავი. თვითონ დამიბარეს, ჩემი ნებით არ წავსულვარ.“ - ამბობს აღაჯანოვი

მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი ქენან ომაროვი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სკოლებში დირექტორის დანიშვნა მხოლოდ და მხოლოდ განათლების სამინისტროს განკარგულებით ხდება.

„ჩემი ინფორმაციით 7 სკოლას დირექტორი არ ჰყავს. ადრე კონკურსს აცხადებდნენ ახლა კი თვითონ განათლების სამინისტრო ატარებს გასაუბრებას და მათი ბრძანების საფუძველზე ინიშნებიან.“ - ამბობს ქენან ომაროვი

ქვემო ქართლის რეგიონის იმ სკოლებში, სადაც დირექტორი არ არის მის მოვალეობებს ან მასწავლებელი ან დირექტორის მოადგილე ასრულებს. საქართველოს პარლამენტშ წინა კვირას გამართულ სესიაზე განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პირველი ანგარიში წარადგინა.

მინისტრის გამოსვლის დროს დეპუტატმა სავალან მირზოევმა ბატიაშვილს კითხვით მიმართა და ხაზი გაუსვა ქვემო ქართლის რეგიონებში უდირექტორო სკოლების რაოდენობას. თუმცა მინისტრმა კითხვა უპასუხოდ დატოვა და გამოსვლა გააგრძელა.

საკითხის გასარკვევად ჩვენ მირზოევს დავუკავშირდეთ, თუმცა საქართველოში არ ყოფნის გამო პასუხი ვერ მივიღეთ და საქართველოს პარლამენტის დეპუტატს და საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრს რუსლან ჰაჯიევს მივმართეთ. მისი თქმით, მიხეილ ბატიაშვილს შეხვდრის შემდეგ შეხვდნენ და აღნიშნული საკითხის მოგვარებაზეც იმსჯელეს.

ახლო მომავალში ბორჯომში ჩვენი კომისსის სხდომა გაიმართება და ამ საკითხის იქაც განვიხილათ. რა თქა უნდა, ეს პრობლემა უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს.

"ეს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არ შედის, დეპუტატების საქმე არ არის . ეს განათლების სამინისტროს საქმეა. უბრალოდ ჩვენი მხრიდან მსაზრებები იქნება.“ - ამბობს გაჯიევი

როგორც რადიო „მარნეულს“ საქართველოს განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროშ განუცხადეს, სკოლის დირექტორების დიშვნის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტო აქვეყნებს, რა დროსაც მათ დირექტორობის დამადასტურებელი საბუთი უნდა გაჩნდეთ და დირექტორად გახდომისთვის რამდენიმე ეტაპი უნდა გაიარონ. იმ სკოლებს, რომელსაც ამჟამად დირექტორი არ ხელმძღვანელობს შესაძლოა სერთიფიცირების პრობლემა იდგეს.
განათლების სამინისტრო დირექტორების შესარჩევ კონკურსზე ინფორმაცია წელსაც გაავრცელებს, თუმცა კონკრეტული დრო ცნობილი არ არის.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები