მარნეულის გენდერული საბჭო უმოქმედობის გამო განახლდება
წელს, პირველი გენდერული საბჭო, 14 თებერვალს ჩატარდა. შეხვედრის მთავარი მიზანი საბჭოში წევრების ოდეობის შეცვლა და ახლით ჩანაცვლება იყო. ცვლილების მიზეზი როგორც გენდერული საბჭოს მდივანი ია ესებუა ამბობს, გასული წლის წევრების უმოქმედობამ გამოიწვია.  

„დავდექით რეალობის წინაშე, რომ ეს ადამიანები ვერ ახერხებდნენ ჩვენთან ყოველდღიურ კომუნიკაციას და შეხვედრებს. მხოლოდ წევრობა კი არაფერს ნიშნავს. ვერ მოხვიდე შეხვედრებზე, ვერ გახვიდე თემში ეს ძალიან ცუდია. ჩემი აზრით, ის ადამიანები უნდა იყვნენ წევრები, ვინც ყოველთვის მოიცლის და მისი ინტერესის სფეროში იქნება და მთავარია მუშაობის სურვილი ჰქონდეს“- ამბობს ია ესებუა


გენდერული საბჭოს ეფექტურად მუშაობისთვის ესებუას თქმით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართვაა, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას სხვებს გაუზიარებენ.

გენდერულმა საბჭომ ფუნქციონირება გასულ წელს დაიწყო და 14 ადამიანისგან დაკომპლექტდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენი წევრით დაიწყებს 2019 წელს საბჭო ფუნქციონირებას. საბჭოში ორი ახალი წევრი უკვე დაემატა მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარომადგენელი. მსურველებს შეუძლიათ ინიციატივა თავადვე გამოთქვან.
.
საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დისკრიმინაციის დაუშვებლობა, სათანადო პირობების შექმნა თანასწორი უფლებების სფეროში, შესაძლებლობების ხელის შეწყობა, დისკრიმინაცის თავიდან აცილება და აღმოფხვრა. ეს ის მთავარი მიზნებია, რასაც მარნეულის საკრებულოში არსებული გენდერული საბჭო უნდა ემსახუროს.

წელს პირველად მიეცა საბჭოს ბიუჯეტით სარგებლობის უფლება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google