მარნეუულელების აზრი ვალენტინობაზე
დღეს, 14 თებერვალს მსოფლიო „ვალნტინეობის დღე“ (სიყვარულის დღეა).
ჩვენ დაინტერესდით აღნიშნავენ თუ არა ამ დღეს მარნეულელები და გამოკითხვა ჩავატარეთ. როგორც ჩანს, მარნეულელი ახალგაზრდების უმეტესობა ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს. ვისაც შეყვარებული , საცოლე ან ცოლი ჰყავს, ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან. ზოგიერთი კი ამ დღეს ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ სიყვარულს კონკრეტული დღე არ აქვს.  

„ამ დღეს როგორც სხვა ჩვეულებრივი დღეს ისე აღვიქვამ. მეუღლეს პირველად ტეელფონით დავურეკე და ვუთხარი რომ მიყვარს.“
„ჩემი აზრით იმ ადამიანისთვის ვისაც შეყვარებული ჰყავს ყოველი დღე მნიშვნელოვანია. მთავარია ის ადამიანი გვერდით ჰყავდეს“
„შეყვარებული არ მყავს თორემ აუცილებლად აღვნიშნავნდი“
„ მე არ აღვნიშნავ, არ მყავს შეყვარებული.“
„კი, ამ დღეს აღვნიშნავ. ეს ყვავილებიც შეყვარებულისთვის ვიყიდე“
„პირველი წელია, რაც ვალენტინობას აღვნიშნავ.“
„აღვნიშნავთ რატომაც არა. 5 გოგო და 1 ბიჭი მყავს. 9 შვილიშვილის ბებიაც ვარ და ამაზე მეტ სიყვარული და საჩუქარი რად მინდა“
„არ აღვნშნავ მე ამ დღეს. შეყვარებულიც არ მყავს.“ - ამბობს მარნეულის მოსახლეობა.

კვლევის თანახმად ვალნეტინობის დღეს საკუთარ თავს შეყვარებულად გრძნობს მოსახლეობის 53%. თუმცა მათ შორის არიან ასეთებიც, ვინც დაჟინებით ებრძვის ამ დღის აღნიშვნას. ყველაზე დიდი პოპულარობით სიყვარულის დღეს 18-24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებშია.

წმინდა ვალენტინის დღე, ან შეყვარებულების დღე, სიყვარულის დღე — დღესასწაული, რომელიც 14 თებერვალს აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თუმცა უმეტესგან არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაული არაა. როგორც წესი, ამ დღეს ერთად ატარებენ შეყვარებულები. ისინი ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული შინაარსის ღია ბარათებს — „ვალენტინებს“.

ვალენტინობის დღის აღნიშვნა V საუკუნის რომში დაიწყო, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები