მარნეული-ბოლნისის გზაზე, ავარიის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა (ფოტო)
მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ კოჩულოში, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რადიო „მარნეული“


სურათი: აზად ქარიმოვი
Print