სიახლე
მერიამ ორი კომპიუტერის შესაძენად 7 249 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მერიამ ორი პერსონალური კომპიუტერის შესაძენად 7 249 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.


როგორც მერიაში განმარტავენ , ერთი კომპიუტერი საჭიროებიდან გამომდინარე, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას გადაეცემა. რომლითაც ვიდეო მასალების და გრაფიკული ნამუშევრების შესრულებას შეძლებენ.

მეორე კომპიუტერი საფინანსო საბიუჯეტო სამსახურისთვის იქნება გათვალისწინებული. 

„ჩვენ ბუღალტრული პროგრამდან გამომდინარე, დიდი მეხსიერების მქონე კომპიუტერი გვჭირდება. ჩვენ  ელექტრონული პროგრამა გვაქვს შეძენილი , რომლიც ძველ კომპიუტერში კარგად არ მუშობს და დიდ დროს ვკარგავთ ამიტომ გვჭირდება ახალი კომპიუტერი“ - ამბობს საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვუგარ მამედოვი.

ტენდერში წინადადებების მიღება 24 თებერვალს იწყება და მასში მონაწილეობის მიღება 26 თებერვლამდეა შესაძლებელი.


| Print |