მარნეულში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
მარნეულში სამართალდამცველებმა ერთი პირი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. დაკავებულის ახლობლების თქმით, მას ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებმა ჩაუდეს.  სწორედ ამის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქე ეფენდიევის დაკავების საშუალებას არ აძლევდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს და წერს, რომ ადგილზე სამართალდამცველთა რამდენიმე ჯგუფი იყო მობილიზებული.

საბოლოოდ, ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი ედება ბრალად, რაც ნარკოტიკის შეძენა-შენახვას გულისხმობს.

„მოიტანეს რაღაც და უთხრეს, რომ ეს შენიაო. რა იყო, ისიც კი არ ვიცით. მანქანაში არაფერი ჰქონია, რატომ დააკავეს? არ ვიცით, რა ხდება, არაფერს გვეუბნებიან. უკვე 4 საათია, აქ ვართ, ჯერჯერობით, ადვოკატსაც არ უშვებენ,“ - აცხადებს დაკავებულის ახლობელი.



წყარო - "რუსთავი 2"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები