მარნეულში 6 ადამიანი ბუნებრივი აირით მოიწამლა
მარნეულში 6 ადამიანი ბუნებრივი აირით  მოიწამლა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო მარნეულს "ავერსის" კლინიკაში დაუდასტურეს.

ექვსივე პაციენტი საავადმყოფოში, გუშინ 19 თებერვალს მოათავსეს. 

ემერჯენსის ხელმძღვანელის, ხათუნა ებრალიძეს თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. თავადვე განმარტავს, რომ დაშავებულები ორი სხვადასასხვა ოჯახის წევრები არიან.  ბუნებრივი აირით ერთი ოჯახიდან 4 ხოლო, მეორე ოჯახიდან 2 წევრი მოიწამლა. 

აღსანიშნავია, რომ მარნეულში, დეკემბერსა და იანვარში, გაზის მოწყობილობის გაუმართაობამ ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება გამოიწვია. გამოვლინდა ბუნებრივი აირის გაჟონვის ორი შემთხვევა, რომელთაგან ერთს 15 წლის გოგონას სიცოცხლე შეეწირა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები