ულაშლოში მცხოვრები მიიჩნევს, რომ მის სადგომს ცეცხლი განძრახ წაუკიდეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოში ისკანდარ
სულეიმანოვის სადგომს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს,
მის სადგომს ცეცხლი განძრახ წაუკიდეს. შემთხვევა დღეს, 21 თებერვალს,
შუადღის საათებში მოხდა.
„ვფიქრობ, სპეციალურად მომიწყვეს. მე რომ მივუახლოვდი
თივას ცეცხლი წაკიდებული ჰქონდა და მაშინვე სადგომში შევვარდი.
ვიფიქრე, საქონელს ხომ არაფერი დაუშავდა-თქო. რომ გამოვიხედე, იმ კაცს
თვალი მოვკარი მანქანაში სწრაფად ჯდებოდა და ვიცი ვინცაა. მისი შვილი
მერიაში მუშაობს ჯოშგუნი ქვია ზეინალოვია გვარად. „ - ამბობს
ისკანდარი
სულეიმანოვის სადგომის მხოლოდ ერთი ნაწილი დაიწვა. როგორც ის ჩვენთან
საუბარში ამბობს, მეზობლებმა პირუტყვის გამოყვანა უსაფრთხოდ მოახერხეს
და ზარალი არ მიუღია.