11 773 ლარიანი სკვერი სკამების, ხეების, საბავშვო ატრაქციონებისა და სანაგვე ურნების გარეშე
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორგიულში ადგილობრივმა თვითმმართველობამ „სკვერი“ 2014 წელს მოაწყო.

როგორც სამუშაოების შესრულების დოკუმენტებიდან ირკვევა, „სკვერის“ მოწყობა სოფლის მცხოვრებლებმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გადაწყვიტეს.

ტერიტორიის ნარჩენებისაგან გაწმენდა, შემოღობვა, მწვანე საფარის დაგება და 4 სანაგვე ურნის დადგმა. ესაა ის ძირითადი სამუშაოები რაც მერიასთან, 2013 წლის 25 სექტემბერს, გაფორმეული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „აი-თენ“-მა შეასრულა.

მარნეულის მერიამ ზემოაღნიშნული სამუშაოების შესრულებისათვის ჯამში 11 773 ლარი და 18 თეთრი დახარჯა.

სკვერი მოეწყო, გაიხსნა და სამუშაოების დასრულებიდან 5 წლის შემდეგ, ამ ადგილას მხოლოდ ღობე და საფეხმავლო ბილიკი დარჩა.

მართალია, „სკვერის“ ტერიტორიაზე ნარჩენებს აღარ ყრან, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ადგილს მოსახლეობა განტვირთვის, დასვენებისა და თავისუფალი დროის გატარებისათვის არ იყენებს.

მარნეულის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ პარკებისა და სკვერების მოვლა-შენახვის მონიტორინგს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.

თვითმმართველობაში ვერ გვპასუხობენ, თუ რა სახის მონიტორინგი გაუწია მარნეულის მერიამ სოფელ ნორგიულის "სკვერს" და იმის გასაგებად, იგეგმება თუ არა ამ სივრცის კეთილმოწყობა და ნამდვილი სკვერად გადაკეთება, წერილობით მიმართვას გვთხოვენ.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები