თურმე, დღეს დედაენის საერთაშორისო დღეა
დღეს, 21 თებერვალს დედაენის საერთაშორიაო დღე აღინიშნება. 1999 წლის ნოემბერში ბანგლადეშის ელჩის ინიციატივით უნესკოს მხრიდან 21 თებერვალი საერთაშორისო დედაენის დღედ გამოცხადდა.
ჩვენ დავინტერესდით იცოდა თუ არა მარნეულის მოსახლეობამ ამ დღის შესახებ და გამოკითხვა ჩავატარეთ:

"დღეს ხუთშაბათია და სხვა რა დღეა არ ვიცი."

" არ ვიცოდი , რომ დედაენის
საერთაშორისო დღეა."

'"არ ვიცი, ნამდვილად"

"არ ვიცი"

" დღეს 21 თებერვალია სხვა არფერი არ ვიცი"

"დღეს საბჭოთა არმიის შექმნის დღეა." -ამბობს მოსახლეობა



გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტის აზრით, უმრავლესობისათვის ენა არის ის არსებით ნიშანი, რაც მათ იდენტობასა და თვითმყოფადობას განსაზღვრავს, ეს განზომილება კი ადამიანის განუმეორებელი მახასიათებელია და აუცილებლად უნდა აღინიშნებოდეს.

"იგი არის მნიშვნელოვანი კავშირი ჩვენს წარსულთან, მთავარი ხიდი ჩვენს კულტურებს შორის და უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი ცოდნის, მეხსიერების და ისტორიის გაზიარებისათვის", - განაცხადა უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხებში გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტმა, ფერნან დე ვარენესმა განცხადებაში, რომელიც 21 თებერვალს - დედაენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, რაც კიდევ ერთხელ გაიმეორა 2019 წელს - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მკვიდრი/ძირძველი ენების საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ განხადებაში.

სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ "ენობრივი საკითხები ხშირად მოიცავს ადამიანის უფლებების უმნიშვნელოვანეს საკითხებს როგორც უმცირესობებთან, ასევე მკვიდრ, ძირძველ ხალხებთან მიმართებაში და წმინდა ლინგვისტური და კულტურული მოცემულობის მიღმა იმყოფება." მან ასევე აღნიშნა, რომ ენა არის ძალა და განათლების არარსებობა უმცირესობათა და ძირძველი ხალხის ენებზე ან სახელმწიფო ხელისუფლების მიერ მათი უგულებელყოფა ხშირად, ამ ხალხების იზოლაციისთვის ხელშემწყობი ფაქტორია.

"მსოფლიოს ლინგვისტური მრავალფეროვნების სიმდიდრისა და სილამაზის აღნიშვნის ფარგლებში, მნიშველოვანია იმ იდეოლოგიის დაძლევა, რომლის თანახმადაც, საზოგადოებასა და სახელმწიფოს მხოლოდ ერთი ენა უნდა გააჩნდეთ და უნდა გამორიცხონ ყველა სხვა ენა, რაც თავისთავად ეწინააღმდეგება უმცირესობებისა და ძირძველი ხალხის ლინგვისტურ უფლებებს. ამდენად, დედა ენის საერთაშორისო დღე ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციისა და აღნიშვნის კარგი შესაძლებლობაა და ამასთან, უმცირესობათა და ძირძველი ხალხის ენასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების აღიარების და დაცვის გამოხატულებაა.“

ენასა და განათლებას გასაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უმცირესობათა საკითხების შესახებ გაეროს 2019 წლის ფორუმზე, ისევე როგორც გაეროს სპეციალური მომხსენებლის, ფერნან დე ვარენსის მანდატის ფარგლებში ორგანიზებულ რეგიონალურ ფორუმებზე.
Print