მარნეულის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სავარაუდოდ, ცემის ორი ფაქტი გამოვლინდა

მარნეულის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სავარადუდოდ, ცემის ორი ფაქტი გამოვლინდა.


ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის რესურს-ცენტრის დირექტორმა ქენან ომაროვმა დაგვიდასტურა და თქვა, რომ ოფიციალურ პასუხს სკოლის დისციპლინარული კომიტეტისგან ელოდებიან.

დისციპლინარულ კომიტეტს მასწავლებლების საქმის განიხილვა დაწყებული აქვთ. ცემის დადასტურების შემთხვევაში ისინი სკოლიდან განთავისუფლდებიან.

რადიო მარნეულის წყაროს ინფორმაციით, მასწავლებლები, რომლებმაც სავარაუდოდ მოსწავლეზე იძალადეს, პარალელულად სხვა სკოლებშიც ასწავლიან. ერთ-ერთმა მასწავლებელმა კი განცხადება საკუთარი ნებით დაწერა და სკოლიდან წასვლას გეგმავს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე მეორე დღეა დირექტორთან გასაუბრებას ვცდილობთ, რომელმაც გუშინ დროის უქონლობა მოიმიზეზა და მოგვიანებით დაკავშირებას დაგვპირდა, თუმცა ამ დრომე ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულში სავარაუდო ცემის  ერთი შემეთხვევა რამდენიმე კვირის წინ, კიდევ ერთ სკოლაში მოხდა, რომელსაც ამ დრომდე დისციპლინარული კომიტეტი იკვლევს. 

Print