ერთი წლის შემდეგ კვლავ უცნობია, თუ როდის შეემატაბა ახალი სოფელი „ივერიონი“ მარნეულს
ერთი წლის წინ მარნეულის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარნეულს ახალი სოფელი “ივერიონი” შემატებოდა. რასთან დაკავშირებითაც საკრებულომ დოკუმენტაცია საქართველოს სამთავრობო კომისიას გადაუგზავნა, რომელიც გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდების მინიჭებას ადგენს, თუცა დღემდე არაფერი შეცვლილა და შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი დასახლებად მოიხსენიებენ.

როგორც საკრებულოს აპარატის უფროსი ნინო ბერიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, შეხსენებითი წერილი უკვე გადაუგზავნეს სამთავრობო კომისიას.

როგორც ჩვენ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გვითხრეს, დასახლებისათვის სოფლის სტატუსის მინიჭება ძალიან გრძელი და მოცულობიი პროცესია, რის გამოც ჯერ-ჯერობით ვერ ადასტურებენ, თუ როდის მიენიჭება შულავრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ დასახლებას სოფლის სტატუსი.

დასახლება მრავალი წელია არსებობს. პირველი მოსახლე იქ 1980 წელს ნელი დევიძე დასახლდა, რომელმაც მიწის გარკვეული ნაკვეთი სამსახურიდან საკუთრებაში მიიღო.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები