25 თებერვალს მარნეულის თვითმმართველობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
დღეს, 25 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

სწორედ ამ დღეს, 1921 წელს, რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას ახალგაზრდა იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუკლიკა სულ 3 წლის განავლობაში, 1918-დან 1921 წლამდე, არსებობდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები