საბირქენდის სკოლის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის
საჯარო სკოლის მოსწავლეები
ყოველდღიურად ალგეთის სკოლაში დადიან. საბირქენდის
სკოლა ამორტიზირებულია და მასში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა
ქენან ომაროვმა თქვა, აღნიშნული სკოლის დემონტაჟისა და შემდგომში
მშენებლობის პროცესი 2020 წლიდან დაიწყება. ჯერ-ჯერობით ომაროვი ვერ
აკონკრეტებს, თუ როდისთვის დასრულდება სკოლის სამშენებლო
სამუშაოები.
საბირქენდის საჯარო სკოლაში სულ 400-მდე მოსწავლე და 54
მასწავლებელია.
რადიო „მარენული“