მარნეულში ხოჯალის გენოციდისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა (ფოტო)
დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის ოფისში ხოჯალის გენოციდის შესახებ ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ კონგრესის დირექტორი ჰუსეინ იუსუბოვი, მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.

ღონისძიებაზე მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი რუსეთის მიერ ოკუპირებულია.

ღონისზიებაზე ხოჯალის გენოციდისადმი მიძღვნილი ფოტო სურათები გამოიფინა და ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე წიგნები დარიგდა.

ღონისძიების ბოლოს ხოჯალოს გენოციდისადმი მიძღვნილი ფილმი აჩვენეს.

1992 წელს 26 თებერვალს სომხეთის შეეარაღებული ძალები ყოფილი სსრკ-ს ხანქანდში მდებარე 366-ე მოტოსროლელი დივიზიის მონაწილეობით ქალაქ ხოჯალიში მცხოვრები მკვიდრების წინააღმდეგ გენოციდი განახორციელეს. მათ შორის მოხუცები, ქალები და ბავშბევი მოკლეს.

კერძოდ, ხოჯალოს მოსახლეობის 613 კაცი მოკლული, ხოლო 487 კაცი დასახიჩრებული იქნა. 1275 კაცი – მოხუცი, ქალი და ბავშვი კი ტყვედ იქნა აყვანილი. 150 კაცის ბედი დღემდე გაურკვეველია, უგზოუკვლოდ არიან დაკარგული. ხოჯალოში ამოხოცილი 613 ადამიანიდან 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი იყო. ამ გენოციდის დროს 8 ოჯახი მთლიანად იქნა განადგურებული.

24-მა ბავშვმა მშობლები 130 -მა კი მშობელთაგან ერთი დაკარგა. ხოჯალოს გენოციდის წლისთავი აზერბაიჯანში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება. აზერბაიჯანის საელჩოები და დიასპორა ყოველ წელს 26 თებერვალს მოსახსენებელ ღონისძიებებს და კონფერენციებს ატარებენ. ამ ღონისძიებებში ხოჯალოს ტრაგედიის ამსახველი ფოტო სტენდები გამოიფენება და ფილმების ჩვენება იმართება.
ხოჯალოს გნეოციდის დღეს ღონისძიება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება. აზერბიაჯანის საელჩოები და დიასპორის ორგანიზაციებმა 26 თებერვალს იმ ქვეყნებში, სადაც მოღვაწეობენ, მოხსენებით ღონისზიებებს ატარებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები