საკრებულოში 1 800 ლარიანი პოზიციის დასაკავებლად 17 განაცხადია შესული
საკრებულოს აპარატის სამდივნოს განყოფილების უფროსის მისღებად კონკურსი გამოცხადდა.

მარნეულის საკრებულომ ვაკანსია www.hr.gov.ge -ზე გამოაქვეყნა, სადაც განაცხადი უკვე 17-მა კანდიდატმა შეავსო.

როგორც ვაკანსიიდან ირკვევა, სამდივნო განყოფილების უფროსის ხელფას 1800 ლარით განისაზღვრება. აუცილებელ მოთხოვნაში მუშაობის ორ წლიანი გამოცდილება და ბაკალავრის ხარისხი შედის.

სამდივნოს განყოფილების უფროსის მთავარი ფუნქციები:

- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- კომპლექსური აზროვნების უნარი;
- სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
- ცვლილებების ინიცირებისა და მართვის უნარი;
- თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
- მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
- გუნდის განვითარების უნარი;

როგორც ჩვენთან საუბარში მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსი ნინო ბერიძე განმარტავს, მსგავსი განყოფილება მერიაში ადრეც არსებობდა.

“სამდივნო არსებობდა, მაგრამ როდესაც დადგა საკითხი იურიდიული განყოფილების შექმნისა, ოპტიმიზაციის მიზნით ჩათვალეს საჭიროდ და საორგანიზაციო განყოფილება შეერწყა სამდივნოს. ახლა მისი გაყოფა ხდება. მხოლოდ ერთი ადამიანის დამატება გახდება საჭირო, რომელიც სამდივნოს უხელმძღვანელებს. დანარჩენი ორი თანამშრომელი საორგანიზაციოდან გადავა სამდივნოში. „ - ამბობს ნინო ბერიძე

ბერიძის თქმით, სამდივნოს მოვალეობა საკრებულოს სხდომების დაორგანიზება იქნება. (გაფრთხილება, ტექნიკური მხარე, ოქმების წარმოება, პროექტების გაშიფვრა და დარიგება.)

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად მსურველები სამ ძირითად ეტაპს გავლიან

1.გადარჩევა
2.ზეპირი დავალება
3.გასაუბრება


ღია კონკურსში განცხადების შეტანა 7 მარტამდეა შესაძლებელი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები