კვიციანის “წყვილების დახმარების ცენტრში” დეპუტატმა ნავერიანმა 500 ლარი გადარიცხა
პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ქვითარს, რომლის მიხედვითაც მისი ინიცირებით დაფუძნებულ “წყვილების დახმარების ცენტრში” ორი გადარიცხვა დაფიქსირდა.

“წყვილების დახმარების ცენტრში” პირველი თანხა, 43 ლარი თვითონ ემზარ კვიციანმა გადარიცხა. მეორე შენატანი 500 ლარის ოდენობით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა გააკეთა

როგორც ემზარ კვიციანი აცხადებს, პირველი მარტიდან ყოველთვიურად მისი ხელფასის 2 პროცენტი ავტომატურ რეჟიმში გადაირიცხება ცენტრის ანგარიშზე.

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ამბობს, რომ მის მიერ ინიცირებული ცენტრი მიზანია ახალდაქორწინებული ოჯახებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.




წყ
არო: ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

Warning: mysql_query(): Unable to save result set in /var/www/marneulifm.ge/public_html/libraries/joomla/database/database/mysql.php on line 223
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა