მარნეულელ მამაკაცს მესამე დღეა მტკვარში ეძებენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში მცხოვრებ 67 წლის მამაკაცს ამ დრომდე მაშველები მდინარე მტკვარში ეძებენ.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მესამე დღეა მაშველები სამძებრო სამუშაოებს ანხორციელებენ.

რადიო მარნეულის არსებული ინფორმაციით მწყემსმა თანასოფლელის ავტომანქანა ქესალოში, მდინარე მტკვართან შენიშნა. იქვე ცალი ფეხსაცმელი ნახა და ოჯახის წევრებს შეატყობინა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მამაკაცი მდინარეში გადახტა, მიზეზებზე საუბარი კი უჭირთ.

როგორც რადიო მარნეულს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები