მარადისსა და ყუდროში სასმელი წყლის მიწოდებისათვის 126 394 ლარამდე დაიხარჯება
სოფელ მარადისსა და ყუდროში სასმელი წყლის მოწყობისა და მრიცხველების მონტაჟისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის მიხედვით, სოფელ მარადისში სასმელი წყალი 53 ოჯახს მიეწოდება. მათ ჯერ-ჯერობით, სასმელ წყალი შულავერის არსებული წყლსადენის მაგისტრალიდან მიეწოდებათ, რომელიც ამორტიზირებულია და მოსახლეობა წყალს ვერ ღებულობს. სოფელ ყუდროში კი სასმელ წყალს 25 ოჯახი მიიღებს, რომლებიც ამ დრომდე წყალს მთებიდან მომდინარე წყალსადენი მაგისტრალის საშუალებით ღებულობენ.

მარნეულის მერია ზემოაღნიშნულ სოფლებში სასმელი წყლის შიდა ქსელისა და მრიცხველების მოწყობას 126 394 ლარად გეგმავს.

მუნიციპალიტეტმა ტენდერი 25 თებერვვალს გამოაცხადა, მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს კი სატენდერო წიადადებების წარდგენა 8-დან 11 მარტამდე პერიოდში შეეძლებათ.

ტენდერის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ, ორივე სოფელში სასმელი წყლის შიდა ქსელისა და მრიცხველების მოწყობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში უნდა განახორციელოს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები