მარნეულის სტადიონის რეაბილიტაცია 150 000 ლარიანი პროექტის კორექტირების შემდეგ დაიწყება
16:27 / 28.02.2019
მარნეულის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია
შესაძლოა წელს
დაიწყოს. ამის შესახებ განცხადება მარნეულის
მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზარ ტაბატაძემ
მარნეულის ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
სტადიონისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია
მუნიციპალიტეტმა ჯერ კიდევ 2016 წელს შეადგინა, რაშიც 150 000 ლარი
დახარჯა, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტაცია განახლებას საჭიროებს, რადგან
2017 წლიდან საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი „შენობა-ნაგებობის
უსაფრთხოების წესების“ ახალი ტექნიკური რეგლამენტი შევიდა ძალაში.
როგორც მარნეულის მერიიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების
უფროსმა მარიამ ხაჩიძემ გვითხრა, ამ ეტაპისათვის სტადიონის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტს მთავრობის დადგენილებასთან
სისრულეში მოყვანა მიმდინარეობს, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტის
კორექტირებაა საჭირო.
მას შემდეგ, რაც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია სისრულეში
მოვა, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მას რეგიონალური
განვითარების ფონდს გადაუგზავნის. ფონდი გამოაცხადებს ტენდერს, რის
შემდეგაც ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყება.
მუნიციპალიტეტის მიერ, 2016 წელს შეძენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაცია შპს „საუკი“-მ დაამზადა. მათ მიერ შედგენილი გეგმის
თანახმად, მარნეულის სტადიონი 1 500 კაცს დაიტევდა, იქნებოდა მაღალი
ხარისხის ხელოვნური ბალახით დაფარული, დამონტაჟდებოდა თანამედროვე
ტიპის დიოდური ტაბლო, საპარკინგე ზონა, 2 სართულიანი შენება, სადაც 4
საპირფარეშო, 6 აბაზანა და 30 ადამიანზე გათვლილი საპრესკომფერენციო
დარბაზი იქნებოდა, რაც მთლიანობაში ფიფას მეორე კატეგორიის სპორტული
მოედნის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა.
მარნეულის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციისათვის ჯამში 6 მილიონ
ლარზე მეტია საჭირო. პროექტის მთლიანად რეგიონალური განვითარების
ფონდიდან დაფინანსდება.
რადიო „მარნეული“