ქალაქ მარნეულში დაახლოებით 10 ხეს გადაბელავენ
ქალაქ მარნეულში ხეების გადაბელვის სამუშაოები მიმდინარეობს.

დაახლოებით 10 ხეს შპს „სუფთა მარნეული“ რუსთაველსა და მიმდებარე ქუჩებზე გადაბელავს. როგრც „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა ლერი მუმლაძემ გითხრა, ხეების გარკვეულ სიმაღლემდე გადაჭრა მათი ცუდი მდგომარეობის გამო ხდება.

„ავარიული ხეებია, გამხმრებია, უბბრალოდ გადავბელავთ 4,5 მეტრზე, რის შემდეგაც ხე ისევ ამოიყრის“ - ამბობს ლერი მუმლაძე

კომპანიამ ერთი ხე მარნეულის მერიის წინ, ხოლო 2 სპორტული ცენტრი „ატა-ჰოლდინგის“ წინ გადაბელა.

აღსანიშნავია, რომ ხეების გადაბელვის სამუშაოები მარნეულის სოფლებშიც მიმდინარეობს.





რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები