გადადგომიდან სამი კვირის შემდეგ აბაზოვმა მერის ფეისბუქ გვერდი გაააქტიურა
უკვე ოფიციალურად მარნეულის ყოფილი მერის ფეისბუქ გვერდი  - „თემურ აბაზოვი მარნეულის მერად“ კვლავ გააქტიურდა. 

ახალი აქტივობა, სავარაუდოდ, თემურ აბაზოვმა, დღეს, 4 მარტს განახორციელა. მან პროფილის ფოტო განაახლა, რომელიც მარნეულში მისი მერობის პერიოდში გადაიღო



კიდევ ერთი უახლესი აქტივობა ფეისბუქზე 11 თებერვლით თარიღდება. აბაზოვმა ამჯერადაც პროფილის ფოტო შეცვალა.



ღსანიშნავია, რომ თემურ აბაზოვი ფეისბუქის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქტიური მაშინაც იყო, როდესაც მერობის სტატუსი შეჩერებული ჰქონდა და ჩვენ ამ საკითხზე მასალაც მოვამზადეთ. თუმცა ჩვენს ეთერში სიუჟეტის გასვლის შემდეგ, გვერდიდან პოსტები წაიშალა.

თემურ აბაზოვი მარნეულის მერი 8 თვის განმავლობაში იყო. მას  14 ივნისს პროკურატურამ ბრალი მარნეულში მცხოვრები ელჩინ ალაჰვერდიევის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი ქმედების გამო წაუყენა.

აბაზოვს შვიდი თვის განმავლობაში წიასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ დეკემბერში გაათავისუფლა. ადვოკატების თქმით, პროკურატურა მის დანაშაულს ვერ ამტკიცებს და მხოლოდ ელჩინ ალაჰვერდიევის ჩვენებას ეყრდნობა.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები