მარნეულსი სპორტული სკოლა 24 664 ლარს სასტუმროსა და კვების მომსახურეობაში დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა 311 სპორტსმენის სასტუმროს მომსახურეობასა და 860 პირისათვის კვების მომსახურეობაში 24 664 ლარს დახარჯავს.

სპორტულმა სკოლამ აღნიშნული მომსახურეობის შესყიდვისათვის ტენდერი 2019 წლის 20 თებერვალს გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს „თრეველ სერვისი“-მ მიიღო. ტენდერის მიხედვით კომპანიამ 311 სპორტსმენის სასტუმროს მომსახურეობა და 860 პირისათვის კვების მომსახურეობა ეტაპობრივად, 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს.

აღნიშნული სახის ტენდერები მარნეულის სპორტულ სკოლას წინა წლებშიც ჰქონდა გამოცხადებული. 2018 წელს სპორტულმა სკოლამ სერთო ჯამში 27 876 ლარი დახარჯა, 2017 წელს 210 451 ლარი, ხოლო 2016 წელს 95 752 ლარი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები