მარნეულსი სპორტული სკოლა 24 664 ლარს სასტუმროსა და კვების მომსახურეობაში დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა 311
სპორტსმენის
სასტუმროს მომსახურეობასა და 860 პირისათვის კვების
მომსახურეობაში 24 664 ლარს დახარჯავს.
სპორტულმა სკოლამ აღნიშნული მომსახურეობის შესყიდვისათვის ტენდერი
2019 წლის 20 თებერვალს გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ
ერთმა კომპანიამ, შპს „თრეველ სერვისი“-მ მიიღო. ტენდერის მიხედვით
კომპანიამ 311 სპორტსმენის სასტუმროს მომსახურეობა და 860 პირისათვის
კვების მომსახურეობა ეტაპობრივად, 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
უნდა განახორციელოს.
აღნიშნული სახის ტენდერები მარნეულის სპორტულ სკოლას წინა წლებშიც
ჰქონდა გამოცხადებული. 2018 წელს სპორტულმა სკოლამ სერთო ჯამში 27 876
ლარი დახარჯა, 2017 წელს 210 451 ლარი, ხოლო 2016 წელს 95 752
ლარი.
რადიო „მარნეული“