ქვემო ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 34 ფაქტი გმოვლინდა
ქვემო ქართლში 2019 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 34 ფაქტი გმოვლინდა. ამის შესახებ მონაცემებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 532 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 19 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1170 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 34 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები