“ამ გზის ბოლო გაჩერება“ გარდაბანში გაიმართება

სპექტაკლი „ამ გზის ბოლო გაჩერება 6 მარტს გარდაბნის კულტურის სახლში დაიდგმება.
ამის შესახებ ინფორმაციას სპექტაქლის სცენარის ავტორი და რეჟისორი ანარ რაფიგოღლუ ავრცელებს. სპექტაქლი აზერბიაჯნულ ენაზე გაიმართება.
სპექტაკლის ჩასატარებლად დაფინანსება "Tika"-ამ გამოყო და მასში მონაწილეობა უაფსოა.

აღსანიშნავია რომ სპეკტაქლი „ამ გზის ბოლო გაჩერება“ს პირველი პრეზენტაცია 24 იანვარს ქალაქ თბილისში გაიმართა და შემდგომ ბათუმში, რომელიც ქართულ ენაზე წარადგინეს.

შეგახსენებთ, რომ სპექტაკლი „ამ გზის ბოლო გაჩერება“-ს ძირითადი თემა ადამიანების მავნე ჩვევების და ნარკომანიის შესახებ ინფორმირებულობა იქნება. სპექტაკლში საუბარია იმაზე, თუ როგორ ღუპავს ნარკოტიკები ადამიანს. სპექტაკლი ასევე მოიცავს ადამიანების სოცილაურ ქსელებზე და ტექნოლოგიებზე დამოკიდებულობას.

სპექტაკლის სცენარის ავტორი და რეჟისორი თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატიული თეატრის მსახიობი ანარ რაფიგოღლუა.
სპექტაკლში მონაწილეობას იღებენ: რაბილ ისმაილოვი, მენდერ სარდაროვი, ლამან მამედოვა და საილ ომაროვა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები