12 წლის შემდეგ დაბრუნებული "ჩერშემბეს" ტრადიცია ალგეთში (ფოტო/ვიდეო)


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში 5 მარტს, "ცეცლის ჩერშენბე" აღნიშნეს.


 

ტრადიცია 12 წლის განმავლობაში სოფელს თითქმის მივიწყებული ჰქონდა. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი სამირა ბაირამოვაა, რომელიც ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ საკუთარი კულტურის შენარჩუნება სურს.

ამ დღეს ყველა სახლის ეზოში ტრადიციულად დიდ კოცონს ანთებენ. ცეცხლზე გადახტომით კი სურვილის ასრულებას იმედოვნებენ.

მოსულ სტუმრებს ცეცხლის ჩერშემბეზე ტკბილეულით, ტრადიციული ჩაითა და სუდლუაშით (რძიანი ფლოვი)გაუმასპინძლდნენ. ეს კი ბარაქის და დოვლათის მანიშნებელია. 


ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისთვის მზადება ოთხი კვირით ადრე, ბუნების ოთხი ძირითადი შემადგენელი ელემენტის (წყალი, ცეცხლი, ქარი, მიწა) აღნიშვნით იწყება.

21 მარტამდე კიდევ ორი, ქარისა და მიწის ჩერშემბე უნდა აღინიშნოს.

ნოვრუზი სპარსული სიტყვაა და ახალ დღეს ნიშნავს. დღესასწაული გაზაფხულის მოსვლასთან ასოცირდება და იგი 21 მარტს გაზაფხულის ბუნიობის დღეს აღინიშნება. მიჩნეულია , რომ 21 მარტის შემდეგ ბუნება იღვიძებს და ძველი ახლით იცვლება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები