რა ღონისძიებები გაიმართება სარვამარტოდ მარნეულში
მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით 7 და 8
მარტს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები
გაიმართება.
როგორც ჩვენთან საუბარში კულტურის ცენტრის
დირექტორი, ნატო შავიშვილი ამბობს, პირველი კონცერტი ხვალ, 7 მარტს
ჩატარდება, რომელიც გასართობი ხასიათის იქნება.
„ძალიან საინტერესო საკონცერტო პროგრამა გელით ხვალ. მონაწილეობას
მიიღებენ კულტური ცენტრის თანამშრომლები, ასევე ბედი „Red Carpet” ეს
იქნება უფრო გასართობი პროგრამა. 8 მარტს კი კულტურის ცენტრი უერთდება
ქალთა უფლებებისთვის, თანასწორობისთვის, თანაბარი
შესაძლებლობებისთვის, თავისუფალი გარემოსთვის და ქალების
გაძლიერებისთვის მიმართულ მსოფლიო კამპანიას. ამასთან დაკავშირებით 8
მარტს გთავაზობთ მხატვრული ფილმის ჩვენებას „მონალიზას ღიმილი“.
გეპატიჟებით ყველას- ამბობს ნატო შავიშვილი.
7 მარტს გასართობი ღონისძიება კულტურის სახლში 16:00 საათზე, ხოლო 8
მარტს ფილმის ჩვენება 13:00 საათზე დაიწყება. დასწრება
თავისუფალია.
ასევე, 7 მარტს, 15:00 საათზე პერსონალურ გამოფენას
მოაწყობს ნინი ცარციძე სახელწოდებით "ქალი და სილამაზე" ნახატების
დათვალიერება სტუმრებს დღის ბოლომდე შეეძლებათ.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სახლში
სარვამარტოო ღონისძება, 4 მარტსაც გაიმართა და მომღერალმა ლაშა
ღლონტმა სიმღერები შეასრულა.