აზერბაიჯანელთა კონგრესის წერილი საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა.

ამის შესახებ კონგრესის თავმჯდომარე ჰუსეინ იუსუბოვი გვიყვება. ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს წერილი ინაუგურაციის შემდეგ გაუგზავნეს.

წერილი სარეკომენდაციო ხასიათისაა და წერია, რომ მათ სურთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო სტრუქტურებში ქართული და უცხოური ენის კარგად მცოდნე აზერბაიჯენლი ახალგაზრდებიც დასაქმდნენ.

„იქ ერთი ან ორი ადამიანის დასაქმება არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდების უმუშევრობის პრობლემა მოგვარდება. ამით ახალგაზრდებში მოტივაცია გაიზრდება და სტიმულის მიმცემი იქნება ინტეგრაციის კუთხითაც. ამიტომ ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“- ამბობს იუსუბოვი.

კონგრესის თავმჯდომარემ გვითხრა, პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ წერილზე დადებით პასუხი მიიღეს. სადაც ეწერა, რომ პრეზიდენტი ქართული ენის გამართულად მცოდნე, უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდების სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებით დაინტერესებულია. სწორედ ამ საკითხზე სურს, რომ აზერბაიჯანელთა კონგრესს შეხვდეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები