შოკოლადი, ფუმფულა სათამაშოები და თაიგული - მარნეულელების სარვამარტო საჩუქრები
ხვალ 8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღეა. ყველა ქვეყანაში ამ დღეს სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ. რადიო მარნეული დაიინტერესდა თუ როგორ აღნიშნავს 8 მარტს მარნეულელი მოსახლეობა ამისათვის ჩვენ ერთ-ერთ ონლაინ საჩუქარების მაღაზიის წარმომადგენელს ვესაუბრეთ ამბობს, რომ შეკვეთას ძირითადად მამაკაცების მხრიდან იღებენ. არჩევანს კი შოკოლადზე, ფუმფულა სათამაშოებსა და თაიგულებზე აკეთებენ.  

მამაკაცები ქალების საჩუქრებისთვის დაახლოებით 100 ლარამდე ხარჯავენ.

გთავაზობს ჩატარებულ გამოკითხვას 8 მარტთან დაკავშირებით:

„პირველ რიგში, ჩემი შეყვარებულისგან ველოდები საჩუქარს. მან ჩემი გემოვნება იცის.“

„რა ვიცი, ალბათ, შვილები მაჩუქებენ საჩუქრებს. დედის დღესაც დამასაჩუქრეს და ხელის კრემი მიყიდეს. ბაზარში ვმუშაობ და ხშირად ხელის კანი მიშრება.
ახლაც ველოდები რამეს. ვნახოთ, რას მიყიდიან“

„მთავარია შვილები იყვნენ ჯანმრთელად სხვა არაფერი არ მინდა“

„შეყვარებული არ მყავს და ალბათ, დედასთვის ვიყიდი ყვავილს და სუნამოს. როგორც ვიცი, ეს დღე ქალთა დამოუკდებლობის დღეა“

„8 მარტს მეუღლეს, დას, დედას და სიდედრს ყველას ყვავილებს ვუყიდი, გავახარებ“


ქალთა საერთაშორისო დღე — აღინიშნება ყოველი წლის 8 მარტს. ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა.

ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია „ტრაიენგლ შირტუეისტ“ (Triangle Shirtwaist) საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი (ნიუ-ორკი 1911) რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა. ამ ტრაგედიის შემდეგ მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი.
1975 წელს გაერომაც აღიარა 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ.

ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა. სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში ხშირი იყო მასობრივი პროტესტები მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტი გამოიწვია ძალზე დაბალმა ხელფასმა და გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა. ქუჩაში გამოსული, გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. 1859 წლის მარტში იმავე ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები