სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა დაახლოებით ორი წელია გრძელდება
16:40 / 07.03.2019
მარნეულში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის
მშენებლობა დაახლოებით ორი წელია გრძელდება.
შენობა
წესით, 2018 წლის იანვრის თვეში უნდა დასრულებულიყო. ახლანდელი
კონსტრუქციას თუ შევხედავთ, მხოლოდ ეგრე წოდებული შავი კარკასია
შესრულებული.
ცენტრის მშენებლობისათვის მერიამ 152 000 ლარიანი ტენდერი 2017 წლის
სექტემბერში გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანია, რომელიც თითქმის ორი
წელია ერთ სართულიანი სამედიცინო ცენტრის მშენებლობისთვის მუშაობს შპს
„ინტერ პლიუსია“. თანხის 95%-ს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს,
ხოლო 5%-ს ადგილობრივი თვითმმართველობა.
სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის დარჩენილი სამუშაოებისა და
მიმდებარე ეზოს ტერიტორიის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისთვის
კიდევ ერთი ახალი, 156 692.00 ლარიანი ტენდერი მარნეულის მერიამ 2019
წლის 17 თებერვალს გამოაცხადა. ტენდერი უარყოფითი შედეგებით დასრულდა.
(ცენტრი რუსთაველის ქუჩაზე შენდება)
რატომ დასჭირდა ამდენი დრო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობას
და როდის დასრულდება ბოლომდე სამუშაოები, ამ კითხვებზე მერიიდან
პასუხს ამ დრომდე ველით.
შენობის
ნიმუში
ამავე
თემაზე:
სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა უახლოეს მომავალში
დაიწყება