მოვაჭრეების ნაწილი ბაირამისათვის სამანის (ჯეჯილის) თესლს უფასოდ არიგებენ
ნოვრუზის დღესასწაულამდე ორი კვირა დარჩა. ბაირამისათვის მზადება უკვე ყველა ოჯახში დაწყებულია, სახხლებს ალაგებენ და სამანს (ჯეჯილს) თესავენ.

სამანი ნოვრუზის ძირითადი ატრიბუტებიდან ერთ-ერთია და სიცოცხლისა და ბარაქას ნიშანია. სამანს ბაირამობის პირველ სამშაბათამდე თესავენ და ნოვრუზის დღესასწაულის შემდეგ სახლში, სამსახურში, გამოსაჩენ ადგილებში დებენ.

სამანი ძირითადად ხორბლის თესლისაგან კეთდება. თეფშებზე დათესილი სამანი ამავდროულად გაზაფხულზე დათესილი მოსავლის ხარისხის შემოწმების შესაძლებლობასაც იძლევა. თუ სამანი კარგად ამოვიდა ეს ნიშნავს, რომ ამ წელს პროდუქტი კარგი იქნება.

სადღესაწაულო სუფრაზე საჭმელებთან ერთად სამანიც უნდა იყოს. ის აუცილებლად სახლში უნდა მომზადდეს. სწორედ ამიტომ, ადამიანები ბაზარში მიდიან და ხორბალს ყიდულობენ, რათა სამანი წესისამებრ სახლში გაზარდონ.

ბაზარში ზოგიერთი მოვაჭრე ხორბლის თესლს მსურველებს უფასოდ ატანენ. ამ ფაქტს გამყიდვლები ნაციონალური დღესასწაულის მოახლოებით ხსნიან.

„ზოგი მოდის და ამბობს, რომ სამანისთვის ყიდულობს ხორბალს და ჩვენ ვჩუქნით, იმიტომ, რომ ეს ჩვენი დღესასწაულია. 200-300 გარმს ვჩუქნით, ერთი კილო სულ რაღაც 70 თეთრი ღირს“ - ამბობს მარნეულელი მოვაჭრე

„თუ მხოლოდ სამანისთვის ყიდულობენ მაშინ ვჩუქნით. 200-300 გრამს ვაძლევთ თუ სამანისთვის უნდათ“ - გვეუბნება მარნეულელი ვაჭარი

შეგახსენებთ, რომ ნოვრუზ ბაირამი ძირითადად აზერბაიჯანში, შუა აზიას და აღმოსავლეთის ქვეყნებში აღინიშნება.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები