მარნეულელი წვევამდელი სამხედროების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს

მარნეულელი წვევამდელი, ქაზიმ გახრამანოვი ამტკიცებს, რომ ის კრწანისის სასწავლო ცენტრში სცემეს.
ქაზადის თქმით, მას ფულს სძალავდნენ, თუმცა უარის შემდე ფიზიკურად გაუსწორდნენ. წვევამდელს სილურჯე თვალის არეში აღენიშნება.

„9 მარტს, დაახლოებით ღამის 2 საათზე ჯარისკაცები მოვიდნენ და აზერბაიჯანელ წვევამდელებს ფული მოგვთხოვეს. ზოგს არც ჰქონდა თანხა და შემდეგ სახელფასო ბარათს გვართმევდნენ ამაზე უარი რომ ვთქვით გვცემეს. ეს ყველაფერი ერთ-ერთი სერჟანტის, ენდელაძის თვალწინ ხდებოდა და მან არაფერი თქვა. გუშინ კი სხვა სერჟანტმაც დამიძახა და მითხრა, რომ 7 თვე აქ უნდა იყო კიდევ და თუ ვინმეს ამ ფაქტს გააგებინებ, მერე უარესს ვიზამთო“ - ამბობს ქაზიმ გახრამანოვი.

მარნეულის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურთან დღეს გახრამანოვის მშობლებიც იმყოფებოდნენ პასუხს კი ამავე სამსახურისგან ითხოვდნენ, თუმცა, როგორც სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი, ვაჟა შუბითიძე ამბობს, საქმის მოკვლევა მის კომპეტენციაში არ შედის. 

რადიო მარნეული ინფორმაციას თავდაცის სამინისტროში იკვლევს. 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები