"აქამდე მოქმედი სოციალური პროგრამა ვერ ეხმიანებოდა ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნილებებს“
მარნეულის მერიის ძველი სოციალური პროგრამა გაუქმდა და ახალი შემუშავდა. ამის შესახებ დღეს, 11 მარტს, საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. 2019 წლის სოციალური დახმარების პროგრამა 1 145 000 ლარით განისაზღვრა.
სოციალური დახმარების პროგრამების შესახებ პრეზენტაცია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ნავერიანმა წარადგინა და ჩვენთან საუბარში თქვა, რომ "აქამდე მოქმედი სოციალური პროგრამა ვერ ეხმიანებოდა ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნილებებს“.

„მარნეულის მერიამ და საკრებულომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შევიმუშავეთ 2019 წლის სოციალური პროგრამის დახმარების წესი, სადაც ძირეულად არის გათვალისწინებული ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნილებები და მაქსიმალურად არის მორგებული ჩვენი მოსახლეობის მძიმე სოციალურ ფონს. ობიექტური დასაბუთების შემთხვევაში,მარნეულის მუნიციპალიტეტის არცერთი მოქალაქე არ დარჩება სოციალური დახმარების მიღმა.“- ამბობს მამუკა ნავერიანი

ნავერიანის თქმით, ახალი პროგრამით მერია გაცილებით მეტ ბენეფიციარს მოემსახურება, ვიდრე ეს წინა პროგრამის ფარგლებში ხდებოდა.

11 მარტს, საკრებულოს სხდომაზე სულ 5 საკითხი განიხილეს და ყველა მათგანზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები