მარნეულში 19 საჯარო სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება
მარნეულის მუნიციპალიტეტში 19 საჯარო სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 820 000 ლარად ჩაუტარდება. ამის შესახებ განცხადება მარნეუილის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვუგარ მამედოვმა 11 მარტს, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. სარეაბილიტაციო სამუშაოების გარკვული ნაწილი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება.

გთავაზობთ სკოლების და განსახორციელებელი სამუშაოების ჩამონათვალს.

სოფელ არაფრლოს საჯარო სკოლა- სახურავის და საპირფარეშოს რეაბილიტაცია, კარ-ფანჯრების შეცვლა.

სოფელი ქვემო სარალი -სკოლის სახურავის და საფირფარეშოს რეაბილიტაცია, კარ-ფანჯარის შეცვლა.

იმირის საჯარო სკოლა- სახურავის რეაბილიტაცია, კარ-ფანჯრების შეცვლა, იატაკის გამოცვლა და გათბობის სისტემის მოწყობა.

მარნეულის მეოთხე საჯარო სკოლა- სახურავის რეაბილიტაცია, გათბობის სისტემის მონტაჟი და შიდა კარების მოწყობა.

სოფელი ყიზილაჯლოს N2 საჯარო სკოლა - საპირფარეშოს რეაბილიტაცია.

წერეთლის საჯარო სკოლის დამხმარე შენობის, ყოფილი მირზოევკის სკოლა - საპირფარეშოს რეაბილიტაცია.

ქვემო ყულარის საჯარო სკოლა - საპირფარეშოს რეაბილიტაცია.

თამარისის საკარო სკოლა - სკოლის შიდა ტერიტორიაზე საპირფარეშოს მოწყობა.

ქუთლიარის საჯარო სკოლა - სახურავის რეაბილიტაცია, გათბობის სისტემის მონტაჟი და კარ-ფანჯრების შეცვლა.

სოფელი კაჩაგანი - გათბობის სისტემის და სველი წერტილების რეაბილიტაცია, კარ-ფანჯრების შეცვლა.

სოფელი დიდი მუღანლო - სახურავიის და კარ-ფანჯრების შეცვლა.

შულავერის N1 საჯარო სკოლა- საპირფარეშოს რეაბილიტაცია, კარებების და იატაკის შეცვლა, ელექტროი გაყვანილობის მონტაჟი.

სოფელი მარადისი - გათბობის სისტემის მოწყობა.

სოფელი საიმერლო - კარ-ფანჯრების შეცვლა.

სოფელ წითელსოფელის საჯარო სკოლა - კარ-ფანჯრების შეცვლა.

აღმამედლო - საპირფარეშოს რეაბილიტაცია.

ბეითარაფჩი - სახურავის რეაბილიტაცია, კარ-ფანჯრების შეცვლა და საპირფარეშოს რეაბილიტაცია.

დამია-გეურარხის საჯარო სკოლა - სახურავის და კარ ფანჯრების რეაბილიტაცია.


აღსანიშნავია, რომ მარნეულში დაგეგმილია სკოლების მშენობლობა სხვადასხვა სოფლებში: ცოფი, შულავერი ( N2 სკოლა), ყიზილაჯლოს (N1) სკოლა, კასუმლო, კიროვკა, ხულდარა, , ჯანდარა, საბირკენდი.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები