მარნეულის 7 სოფელში შიდა და დამაკავშირებელი გზების დაგება იგეგმება
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მარნეულში 5 გზას დააგებენ. ამის შესახებ ინფორმაცია  მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, 13 მარტს, გახდა ცნობილი.

მარნეულის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლერი ფანგანმა საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს ის პროექტები გააცნო, რომელიც რეეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მარნეულში განხრციელდება.

სოფელ აღმამედლო-ულაშლო-კლასუმლოს დამაკავშირებელი გზა - 1 500 000 ლარიანი პროექტი

სოფელ ილმაზლოს დამაკავშირებელი გზა - 400 000 ლარიანი პროექტი

სოფელ ამბაროვკასთან მისასვლელი გზა - 400 000 ლარამდე პროექტი

სოფელ კაჩაგნის გზა - 300 000 ლარიანი პროექტი

სოფელ წერაქვის შიდა გზები - 250 000 ლარიანი პროექტი

ზემოაღნიშული პროექტების განხორციელება მუნიციპალიტეტში 2019 წლიდან დაიწყება.




ადიო "მარნეული"

Print