სიახლე
სოფლებში საკრებულოს სხდომა არარსებული ინფრასტრუქტურის გამო ვერ ტარდება - ამირან გიორგაძე
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, როდესაც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინიციატივით გამოვიდა, რომ საკრებულოს სხდომები სოფლებში გამართულიყო.

2018 წლის 12 მარტს საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ განაცხადა, რომ სხდომებს მარნეულის 18-ივე ადმინისტრაციულ ერთეულში ჩაატარებდნენ.

ერთი წლის შემდეგ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გასვლითი სხდომა არც ერთ სოფელში არ ჩაუტარებია. ამის მიზეზად საკრებულოს თავმჯდომარე სოფლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობას ასახელებს.

„სხდომის ჩატარებას სჭირდება შესაბამისი მოწყობა ოთახის, რომ გამართულად ჩატარდეს სხდომა. ჩვენ შეხვედრები კი გვქონდა სოფლებში, მაგრამ ასე რომ სხდომა ჩაგვეტარებინოს არა, ვერ ჩავატარეთ.“ - გიორგაძე განმარტავს, რომ მერიას საკუთრებაში არსებული ქონება სოფლებში არ აქვს, რათა შეხვედრები იქ ჩაატარონ, ხოლო სივრცის დაქირავება კანონმდებლობიდან გამომდინარე ვერ ხერხდება.

მიუხედავად იმის, რომ საკრებულომ გასვლითი სხდომების ჩატარება 2018 წელს ვერ შეძლო, საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ასეთი შეხვედრების ჩატარებას აპირებენ.

„ჩვენი ამომრჩევლების მიმართ პატივისცემა იქნება და თან ადგილზე, სხდომის დროს, გვინდა რომ მოსახლეობა დავისწროთ და ვისაუბროთ იმაზე, თუ მოსახლეობას რა აწუხებს და რა უნდათ, რისი გაკეთება სურთ.“ - ამბობს ამირან გიორგაძე

საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ იქ ჩაატარებენ შეხვედრებს სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქნება. ვერ აზუსტებს, თუ როდიდან დაიწყება შეხვედრები, მაგრამ ამბობს, რომ მოახლოებულ მერის არჩევნებამდე გასვლით სხდომებს არ დაიწყებენ, რადგან არ სურს რომ მოსახლეობამ შეხვედრები წინასაარჩევნო კამპანიად აღიქვან.

საკრებულოს თავმჯდომარეს გასვლითი სხდომის ჩატარების უფლებას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 48-ე მუხლის მეორე პუნქტი აძლევს, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს გასვლითი სხდომის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო საკრებულოს სხდომაზე ან საკრებულოს ბიურო საკრებულოს მორიგი სხდომებს შორის პერიოდში, საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, საკრებულოს ფრაქციის ინიციატივით ან თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1%-ის მოთხოვნით.

რადიო „მარნეული“


| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მერის რიგგარეშე
არჩევნებში კანდიდატად სანდრა რულოვსს წარადგენს.
00:00 / 23.03.2019
პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატად სანდრა რულოვსს წარადგენს.
სოფელ საბირქენდში ხეების უკანონოდ მოჭრის ფაქტთან
დაკავშირებით საქმეში პოლიცია და ექსპერტები ჩაერთნენ.
21:17 / 22.03.2019
სოფელ საბირქენდში ხეების უკანონოდ მოჭრის ფაქტთან დაკავშირებით საქმეში პოლიცია და ექსპერტები ჩაერთნენ.

1+4
პროგრამის ფარგლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის
საკითხბში
17:59 / 22.03.2019
1+4 პროგრამის ფარგლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხბში
ბათუმში, ცენტრალურ პარკთან სათამაშოების ორი
მაღაზია გაქურდეს.
15:28 / 22.03.2019
ბათუმში, ცენტრალურ პარკთან სათამაშოების ორი მაღაზია გაქურდეს.
მარნეულის მერიამ სოფელ აღმამედლო-ულაშლო-კასუმლოს
დამაკავშირებელი
14:36 / 22.03.2019
მარნეულის მერიამ სოფელ აღმამედლო-ულაშლო-კასუმლოს დამაკავშირებელი
ერაყში, ქალაქ მოსულთან ახლოს, მდინარე ტიგროსში
ბორნის ჩაძირვის შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
13:58 / 22.03.2019
ერაყში, ქალაქ მოსულთან ახლოს, მდინარე ტიგროსში ბორნის ჩაძირვის შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო იწვის. ამის შესახებ
„ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამახურში
განუცხადეს.
13:11 / 22.03.2019
კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო იწვის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამახურში განუცხადეს.