მარტოხელა დედებს სარვამარტო საჩუქარი დაუგვიანეს
მარნეულის გენდერულმა საბჭომ მარტოხელა დედები 14 მარტს დაასაჩუქრა.
მართალია სიმბოლური საჩუქარი სარვამარტოდ უნდა გადაეცათ, თუმცა, როგორც გენდერული საბჭოს მდივანი ია ესებუა ამბობს, „უფროსები მივლინებაში იყვნენ წასული“ და ამიტომ დააგვიანდათ.

„ ჩვენ 32 მარტოხელა დედას გადავეცით საჩუქარი. ტოსტერი, ყავის ნაკრები და 1 კგ შოკოლადი. ამ ყველაფრისთვის დაახლოებით 1600 ლარი დაიხარჯა“ - ამბობს ია ესებუა.


გენდერულმა საბჭომ საჩუქრები იმ მარტო ხელა დედებს გადასცა, რომლებიც მათი სოციალური პროგრამით 2018 წელს სარგებლობდნენ და 80 000 ქულის ქვემოთ არიან.

ერთი ადამიანისთვის 50 ლარი გაიხარჩა.

ამავე თემაზე:

გენდერული საბჭო 31 მარტოხელა დედას სარვამარტო საჩუქარს გადასცემს
Print