საიმერლოში მეორე მსოფლიო ომის მემორიალს, რომელსაც ხე იკავებდა გადატანისას დაიშალა
საიმერლოში მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი მემორიალი, რომელიც ერთ წელზე მეტია ხეზე იყო მიყუდებული ნაწილებად დაიშალა. როგორც მარნეულის მერიაში გვითხრეს, "მემორიალი გადაადგილების პროცესში დაზიანდა. მიმდინარეობს მოკვლევა და მოსახლეობასთან მოლაპარაკების საფუძველზე ადგილს შეარჩევენ და ანალოგიურ მონუმენტს განათავსებენ"

როგორც მერიაში ამბობენ, შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა. 

მემორიალი თავისი პირვანდელი ადგილიდან საბავშვო ბაღის მშენებლობის გამო აიღეს, რომლის მშენებლობაც წესით 2018 წლის 10 დეკემბერს უნდა დასრულებული, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

მარნეულის მერიაში განმარტავდნენ, რომ მემორიალს, წესით, ახალი ბაღის წინ განათავსებდნენ, თუმცა დღევანდელი მოცემულობიდან თუ ვიმსჯელებთ,  ადგილზე მყარად  მხოლოდ ის ხე რჩება, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში 2 მასიურ ფილას გაუძლო.






ფოტოების ავტორი: ირაკლი ქველაძე


Print