სადახლოს N1 საჯარო სკოლაში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს
დღეს, 15 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ნოვრუზ ბაირამი აღინიშნეს. სადღესასწაულო ღონისძიება სადახლოს N1 საჯარო სკოლის ეზოში გაიმართა. სკოლის ეზო სადღესასწაულოდ იყო მოწყობილი.

სუფრაზე ნოვრუზის ატრიბუტები ჯეჯილი, შაქარბურა და სხვა ტკბილულებით სავსე ხონჩა იყო დადებული. სცენაზე კი ტრადიციის მიხედვით კარაქის და „ფეტირ“ის (აზერბაიჯანული ლავაში) მომზადება იყო წარმოდგენილი.

შავი ზურნის ფონზე კი მოსწავლეებმა იჭიდავეს. პატარა აშუღების გამოსვლამ დამსწრეების ინტერესი გამოიწვია.
ამის შემდეგ კი სცენაზე გაზაფხულის გოგონა, ქოსა და ქეჩალი გამოვიდნენ.

ღონისძიებას მარნეულის მერის მოვალების შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, პარლამენტის წევრები რუსლან ჰაჯიევი, საკრებულოს დეპუტატი როვშან ისკენდეროვი და სხვა ოფიციალური პირები ესრებოდნენ.

სადღესასწაულო ღონისძიება მოსწავლეების მიერ მომაზადებული ნაციონალური ცეკვებით, მუსიკებით და წარმოდგენებით გაგრძელდა.


Print