სალომე ზურაბიშვილი მარნეულს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დღეს 19 მარტს მარნეულს ესტუმრა. პირველი შეხვედრა მან მერიაში გამართა. შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილიც ესწრება. 

დაგეგმილია მარნეულში, სოფელ თამარისში სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრა, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობის ,,მზა ჩითილი“ მონახულება, ბოლნისში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დათვალიერება, ბოლნისის გერმანული უბნის -კატერენენფელდისა და ეკომიგრანტ ქალთა ყველის გადამამუშავებელი საწარმოს დათვალიერება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები