რა ღონისძიებები გაიმართება ნოვრუზ ბაირამზე
მარნეულში 21 მარტს, 11:00 საათზე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღინიშნება. მარნეულის მერია ფეიბუკ გვერდზე ღონისძიებების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.1:00 სთ–16:00 სთ – სახალხო სეირნობა და გამოფენები.

ღონისძიების მთავარი სივრცე

(ქალაქი მარნეული, რუსთაველის ქ. მერიის მიმდებარედ):

აზერბაიჯანული ეთნოკუთხე (ტრადიციული კერძები, ტკბილეული, ჩაი)
• ქართული ეთნოკუთხე (ტრადიციული კერძები, ტკბილეული, ღვინო)
• ფოტო კუთხე.
• ადგილობრივი მხატვრების ნახატების გამოფენა
• მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრში“ წარმოებული კერამიკული ნამუშევრების და ნახატების გამოფენა; რეწვის მასტერკლასი.
• აზერბაიჯანული საკრავების გამოფენა
• ხალხური რეწვის ნიმუშები სოფლებიდან.
• “ჩაის სახლის” პავილიონი (ხალხური რეწვის ნიმუშები და სხვ.)
• ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მარნეული რეგიონული ცენტრის კუთხე.
• საქართველოს წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალის კუთხე.
• ქვემო–ქართლის პრობაციის ბიუროს მიერ წარმოდგენილი პირობით მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა.
• შულავერში მდებარე “Studio Hobby Hause”-ის ბენეფიციარების მიერ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
• ხელნაკეთი სამკაულების გამოფენა (მედეა ჭკადუა)
• ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა.
• ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების პავილიონები.


მარნეულის ბიბლიოთეკის სკვერი

• მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგამოფენა.
• მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების ფოტოგამოფენა.
• ქ. მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის კუთხე. წიგნების გამოფენა; ბიბლიოთეკის 2 წლიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაცია (ფოტოგამოფენა)

მარნეულის კულტურის სახლის მიმდებარე სკვერი:

• საბავშვო გასართობი სივრცე (ატრაქციონები).
11:00სთ–13:00სთ სკვერის მარცხენა ნაწილში წამოდგენილი იქნება სპორტული აქტივობები:
• ქართული ჭიდაობა
• მკლავჭიდი


ღონისძიების ძირითადი ნაწილი:

12:30 სთ–12:40სთ - თეატრალიზებული მსვლელობა რუსთაველის ქუჩაზე: გოგონა გაზაფხულის შემობრძანება ეტლით (აზერბაიჯანული ტრადიციების მიხედვით), რომელიც მოემართება სცენისკენ.
12:30სთ–12:40 სთ–სპორტული ასპარეზობის გამართვა.
12:40სთ–12:50სთ–ტრადიციული კოცონის დანთება გაზაფხული–გოგონასთან ერთად აზერბაიჯანული ცეკვის „იალი“–ს თანხლებით.
12:50 სთ–13:00სთ –სცენაზე გათამაშდება 10 წუთიანი თეატრალიზებული წარმოდგენა, რომელსაც დაასრულებს გაზაფხულის ცეკვა. (თეატრალიზებულ წარმოდგენას ესწრებიან სტუმრებიც).
13:00სთ–13:10სთ–სტუმრების მისასალმებელი სიტყვა/მილოცვა.
13:10სთ–16:00სთ– საზეიმო კონცერტი


ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

დამსწრეთა საყურადღებოდ‼
გზა გადაიკეტება გიორგაძის ქუჩიდან, სპორტულ კომპლექს ათა ჰოლდინგის სკვერიდან მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები