ზურაბიშვილი უმცირესობების ინტეგრაციაზე საუბრობს, მაგრამ მასთან შეხვედრაზე უმცირესობის არც ერთი წარმომადგენელი არ ყოფილა - ახმედ იმამკულიევი
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ახმედ იმამკულიევი მარნეულში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს გამოეხმაურა. „ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, ზურაბიშვილის ვიზიტისას შეხვედრაზე არცერთი მაჟორიტარი დეპუტატი არ ყოფილა, ისევე როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი.

„იქ არ არის პარლამენტის წევრი მახირ დარზიევი, რომელიც კიდევ არის იმავე გუნდის წევრი და ამავდროულად არის მარნეულელი. ჩემთვის ეს იყო ძალიან შემაშფოთებელი იქედან გამომდინარე, რომ თან ქალბატონი ზურაბიშვილი საუბრობდა ინტეგრაციასთან დაკავშირებით უმცირესობებზე და იმ შეხვედრაზე როცა საუბრობს ქალბატონი ზურაბიშვილი ზუსტად ინტეგრაციაზე და უმცირესობებზე, უმცირესობების წარმომადგენლები რომლებიც არიან მათ გუნდში სამწუხაროდ ჩვენ იქ ვერ ვნახეთ.“ – იმამკულიევი ასევე ამბობს, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზურაბიშვილს უმცირესობების ინტეგრაციაზე საუბრის უფლებაც კი არ აქვს.

რადიო „მარნეული“ შეეცადა გაერკვია თუ რატომ არ ესწრებოდნენ პრეზიდენტთან შეხვედრას მარნეულელი დეპუტატები და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე. ჩვენს ზარებს მხოლოდ ორმა მათგანმა მახირ დარზიევმა და რუსლან გაჯიევმა უპასუხეს. გაჯიევმა კითხვაზე პასუხი, მოუცლელობის მიზეზით, არ გაგვცა, ხოლო დარზიევმა აღნიშნა, რომ ის გუშინ პარლემენტის სხდომაზე იმყოფებოდა და საერთოდ, ამდაგვარ შეხვედრებს ძირითადად მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებიან და არა პროპორციული სიით არჩეული დეპუტატები.

გუშინ 19 მარტს პრეზიდენტთან გამართულ შეხვერას ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ესწრებოდნენ.

რადიო „მარენული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები