"საქართველოს სიძლიერე მუდამ იყო მის მრავალფეროვნებაში” - მამუკა ბახტაძემ მარნეულელებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
დღეს, 21 მარტს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღინიშნება . ამ დღესთან დაკავშრებით მარნეულში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მოქალაქეებს საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიმართა.

პრემიერმა ბაირამის მილოცვის დროს საქართველოს მრავალფეროვნებასა და მრავალსაუკუნოვან ისტორიას გაუსვა ხაზი.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს, გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს. გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებას, გილოცავთ ახალი სიცოცხლის შემობრძანებას ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს ოჯახებში. საქართველოს სიძლიერე მუდამ იყო მის მრავალფეროვნებაში, ჩვენი სიძლიერე მუდამ იყო ის, რომ ჩვენ, საქართველოს შვილები, ერთად, გვერდიგვერდ მუხლჩაუხრელად ვშრომობდით ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი ერთიანი სამშობლოს წინსვლისთვის და ეს დიდი სიყვარული, ეს დიდი ძმობა ჩვენ უპირობოდ უნდა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს. ჩვენ ვცხოვრობთ საქათველოში, ქვეყანაში, რომმელსაც აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ეს მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ისტორია სიყვარულისა, ისტორია ძმობისა და ისტორია ერთობისა. კიდევ ერთხელ მსურს მოგილოცოთ ყველას დღევანდელი დღე და გისურვოთ წარმატებები. ღმერთმა დალოცოს საქართველო, გაიხარეთ.“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ

პრემიერმა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული საქართველოს მეზობელი ქვეყნის, აზერბაიჯანის, მოქალაქეებსაც მიულოცა.




ადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები