ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მარნეულში (ფოტო/ვიდეო)
მარნეულის მუნიციპალიტეტში დღეს, 21 მარტს ნოვრუზ ბაირამობის დღესასწაული აღინიშნება.


ნოვრუზისადმი მიძღვნილი ღონისძიება 11:00 საათზე დაიწო, სადაც მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სხავადასხვა საგამოფენო სივრცეები დაეთვალიერებინათ.



რუსთაველის ქუჩაზე წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანული ეთნოკუთხე (ტრადიციული კერძები, ტკბილეული, ჩაი)



ანგალი, ფლოვი, დოვღა.

ქართული ეთნოკუთხე (ტრადიციული კერძები, ტკბილეული, ღვინო)




ასევე, წარმოდგენილი იყო ფოტო კუთხე. ადგილობრივი მხატვრების ნახატების გამოფენა ,  მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრში“ წარმოებული კერამიკული ნამუშევრების და ნახატების გამოფენა;  რეწვის მასტერკლასი.



ზერბაიჯანული საკრავების გამოფენა


აზერბაიჯანული საკრავი, საზი.

ნოვრუზობაზე ასევე წარმოდგენილი იყო ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების პავილიონები.
შულავერში მდებარე “Studio Hobby Hause”-ის ბენეფიციარების მიერ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ხელნაკეთი სამკაულების გამოფენა, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა. ასევე წარმოდგენილი იყო ნოვრუზის სამი მნიშვნელოვანი გმირი ქოსა, ქეჩალი და დედეგორგუთი. (დედეგურგუთს მარადიული ბრძენის სახელით მოიხსენიებენ. ქეჩალი მელოტს ნიშნავს, ხოლო ქოსა კეთილს, რომლებიც სტუმრების განწყობის ამაღლებაზე ზრუნავენ.)




ნოვ
რუზ ბაირამი მოსალოცად მარნეულს სქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეწვია, რომელმაც საქართველოს მრავალფეროვნებასა და მრავალსაუკუნოვან ისტორიას გაუსვა ხაზი.



ქვ
ემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა მარნეულელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მან ხაზი გაუსვა სახელმწფო ენის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს. აღნიშნა, რომ საქართველო ისტორიულად ყოველთვის იყო თავისუფლების, თავისუფალ გარემოში მშვიდობიანი თანაცხოვრების ისტორიული მაგალითი, რასაც ყოველთვის უწყობდა ხელს სახელმწიფო და მისი ხელისუფლება.



ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები



"ნოვრუზი" – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია. სადღესასწაულო მაგიდას განსაკუთრებული ყურდღება ეთმობა სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება სამი სახის ნამცხვარი: „შაქარბურა“, „გოღალი“ და „ფახლავა“. ასევე იღებება წითლად კვერცხები, რომელსაც ჯეჯილში აწყობენ. 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები