იმამკულიევი ამბობს, რომ ქალები მის წარდგენას უამინდობის გამო არ ესწრებოდნენ
დღეს, 24 მარტს პარტია „ევროპულმა საქართველომ“ მარნეულის მერობის კანდიდატად ახმედ იმამკულიევი დაასახელა. მარნეულის მერის არჩევნები სავარაუდოდ 19 მაისს გაიმართება.

კანდიდატის წარდგენას იმამკულიევის 100-მდე მხარდამჭერი და პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ, მაგრამ შეხვედრაზე არც ერთი ქალი არ ყოფილა. როგორც ჩვენთანს საუბრისას მერობის კანდიდატმა ახმედ იმამკულიევმა თქვა, შეხვერაზე ქალების არყოფნის მიზეზი ცუდი ამინდია.

„გუშინ ჩვენ ვუყურეთ ამინდებს და წარდგენა აქ კი არა, არამედ სკვერში უნდა გვქონოდა, მაგრამ ამინდები აჩენებდნენ წვიმას და აქედან გამომდინარე ეს ადგილი ავარჩიეთ. ეს ადგილი პატარაა და აქ უკვე უცბად, ერთ ღამეში გადაწყდა, რომ ვისაც აქვს საშუალება ის ხალხი მოვიდეს და უკვე ქალბატონები არ შევაწუხოთ.“ - ახმედ იმამკული ასევე განმარტვს, რომ მარნეულშ ქალების შეხვედრებზე გამოყვანა საკმაოდ პრობლემატური საკითხია, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ის თითოეულ ამომრჩეველთან მივა, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, ქალებიც იქნებიან.

ქალების მერის კანდიდატის წარდგენაზე არ დასწრება პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქალები მარნეულის პოლიტიკური „თამაშებიდან“ გამოთიშულები არიან. მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა, მერის რანგში მოსახლეობასთან პირველი შეხვედა სოფელ კაჩაგანში გამართა. ქალები არც იმ შეხვედრაზე იყვნენ. აბაზოვმა რადიო „მარნეულისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ქალების შეხვედრაზე არყოფნის მიზეზად თქვა, რომ ქალები ამ დროს კაცებს საკვებს უმზადებდნენ და შესაძლოა ამიტომ ვერ მოახერხეს შეხვედრაზე დასწება.





რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები